მთავარიახალი ამბებისლაიდი

რაჭაში 50 894 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

რაჭაში 50 894 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

მთავრობის სხდომაზე დღეს “რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 50 894 ჰექტარზე შეიქმნება.

მთავრობაში აცხადებენ, რომ დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად, რეგიონში შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსის მდგრადი მართვა.

კომენტარები