მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რა (არ) ევალება და რას (არ) აკეთებენ იმერეთში პრესსამსახურები

რა (არ) ევალება და რას (არ) აკეთებენ იმერეთში პრესსამსახურები

იმერეთში საჯარო სამსახურების პრესსამსახურების უმრავლესობა პარტიულ რეჟიმში მუშაობს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის და პიარის განყოფილების წარმომადგენლები კანონით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულების ნაცვლად მხოლოდ სამთავრობო მედიასთან ურთიერთობენ.

იმ დროს, როდესაც საჯარო მოხელე ხელფასს ბიუჯეტიდან, ანუ გადასახადების გადამხდელი თითოეული ადამიანიდან იღებს, ვალდებულია, მედიის ნებისმიერ წარმომადგენელთან მჭიდრო და საქმიანი კომუნიკაცია ჰქონდეს, სანაცვლოდ კი იმერეთში დასაქმებული პრესსამსახურების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათი საქმე მხოლოდ ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტებთან კომუნიკაციაა.

პრესსამსახურების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ძირითადი ვალდებულება ხელმძღვანელი პირების ფოტოების მოწონება და “დაგულვა”, ასევე მათთვის ხელსაყრელ მედიასთან ზარების განხორციელებაა.

პრესსამსახურების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების გამო ზარალდებიან ადამიანები, რომლებიც დაქირავებულებს ხელფასებს უხდიან, სანაცვლოდ კი იგნორს იღებენ.

იმერეთში დასაქმებული პრესსამსახურების უმრავლესობას მათი კარიერის განმავლობაში კრიტიკულ მედიაში არ უმუშავია, შესაბამისად, არც კი წარმოუდგენიათ რას ნიშნავს მედიის, როგორც მაკონტროლებელი რგოლის ფუნქცია და მისია.

კომენტარები