ინსულინის მწვავე დეფიციტი იმერეთსა და ზოგადად საქართველოში – რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში დიაბეტით დაავადებული ბავშვები სასიცოცხლოდ აუცილებელ წამალს ვერ იღებენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ ინსულინის საჭირო რაოდენობის დროულად ჩამოტანა ვერ უზრუნველყო და ახლა პაციენტებს შემცვლელ პრეპარატს სთავაზობს.
პაციენტები კი უარს ამბობენ, რადგანაც ექიმის ნებართვის გარეშე ამ პრეპარატის ჩანაცვლება ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სარისკოა.
“ხონიდან ქუთაისში ვიღებ ინსულინს, ადგილზე არ გვაქვს ეს მომსახურება და ქუთაისში გვითხრეს, ორ კვირაში იქნება მარაგი შევსებულიო, ვუთხარი, 2 კვირა რა ვქნა, ბავშვს წყალი გავუკეთო? ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ ტენდერის ჩატარება დააგვიანდათ. რომ გადახვიდე ინსულინის ნებისმიერ ანალოგზე, აუცილებელია დაწვე კლინიკაში, შენი ნებით ვერ გადაიყვან”, – აცხადებს ნანა ლიპარტელიანი.
კომენტარები