ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს კახა ენუქიძეს 4 მრჩეველი ჰყავს.
მუნიციპალიტეტის პირველ პირის მრჩევლების შესახებ, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ბაღდათის მერის თითოეულ მრჩეველს ხელფასი 1250 ლარი აქვს.
რას ურჩევს 4 მრჩეველი კახა ენუქიძეს უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ბიუჯეტიდან მის მრჩეველებზე თვეში 5 000 ლარი იხარჯება.
ასევე გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ბაღდათის მერს თანაშემწე არ ჰყავს.
“ქალაქში, სადაც რეაბილიტირებული კორპუსები თავიდან გადასახურია, რადგან წყალი ჩადის. ქალაქში, სადაც სამუშაოები უხარისხოდ და ბუტაფორიულად ჩატარდა. სოფლებში, სადაც უკიდურესი სიღარიბეა. არის დასახლებები, სადაც ხალხს სახლები თავზე ენგრევა. მუნიციპალიტეტი, სადაც გეოლოგების რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს და ნერგეეთში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, საინტერესოა რას ურჩევენ მერს მრჩევლები?!” – აცხადებენ ოპოზიციაში.
მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.
კომენტარები