ქუთაისში რამდენიმე დღეა, მერის მოვალეობის შემსრულებელს ახალი მოადგილე ჰყავს.
აღნიშნულ თანამდებობაზე ცაგერის მერის ყოფილი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა.
საკადრო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა.
როგორც “ინფო იმერეთს” წყარო უყვება, ის იმერეთის გუბერნატორის ლევან ზალკალიანის კადრია.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო დაინტერესდა რა ქონებას ფლობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ახალი მოადგილე.
მამუკა ხიმშიაშვილს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მიმდინარე წლის 24 მარტს აქვს შევსებული. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ის ფლობს ბინას თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ ტაბახმელაში და ასევე მიწის ნაკვეთს ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
კომენტარები