მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“რეისი არ შედგა” – ქუთაისის აეროპორტში რუსეთიდან ფრენა ვერ განხორციელდა

“რეისი არ შედგა” – ქუთაისის აეროპორტში რუსეთიდან ფრენა ვერ განხორციელდა

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მოსკოვის რეისი გადაიდო.

მათივე თქმით, სავარაუდოდ, ამის მიზეზი ავიაკომპანიის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

მათივე თქმით, რუსეთიდან ფრენა მომდევნო დღეებში შესრულდება და ისინი მოსკოვის რეისს კვლავ პროტესტით დახვდებიან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშებით იყვნენ შეკრებილი, მათ ასევე, თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერით “არა რუსეთს”.

კომენტარები