მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რიკოთზე სატვირთო გადაბრუნდა – დაზიანებულია ავტომობილები, დაშავებულია 3 პირი

რიკოთზე სატვირთო გადაბრუნდა – დაზიანებულია ავტომობილები, დაშავებულია 3 პირი

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა, რომელმაც 4 ავტომობილი დააზიანა.

“ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ დაშავებულია 3 პირი.

“ტრაილერი გადაბრუნდა, ნომრები ქართული არ ჰქონდა. 4 მსუბუქი მანქანა დაზიანდა და სატვირთოც თავისთავად. 3 ადამიანია დაშავებული”, – უყვება “ინფო იმერეთს” ადგილზე მყოფი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები