რიკოთი ისევ პარალიზებულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე მიწის შვავი ჩამოწვა და მოძრაობა შეზღუდულია.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა”, – წერია უწყების განცხადებაში.
კომენტარები