Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში კორონავირუსის 49 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 84 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 11 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 23 438 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 341 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 445 პირი, გარდაიცვალა 4 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.45%.
კომენტარები