მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

როგორია პარტიების რეიტინგი – Edison Research-ის კვლევა

როგორია პარტიების რეიტინგი – Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონის მეთოდით:

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 33%

ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19%

კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 13%

ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 12%

გახარია – საქართველოსთვის – 11%

ლეიბორისტული პარტია – 4%

გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%

სხვა პარტიები – 1%

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა 17.09-29.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის.

კომენტარები