გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით +2, +7 გრადუსია მოსალოდნელი.
1 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. 2-4 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
კომენტარები