მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“როგორც არ უნდა დამთავრდეს განვითარებული მოვლენები, ჩვენ უფრო დასუსტებულ რუსეთს მივიღებთ”

“როგორც არ უნდა დამთავრდეს განვითარებული მოვლენები, ჩვენ უფრო დასუსტებულ რუსეთს მივიღებთ”

“როგორც არ უნდა დამთავრდეს რუსეთში განვითარებული მოვლენები, ფაქტია, რომ ჩვენ პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო დასუსტებულ რუსეთს მივიღებთ”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თემურ ცამციშვილი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით,  ახლა არის საუკეთესო შანსი  ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

“როგორც არ უნდა დამთავრდეს რუსეთში განვითარებული მოვლენები, ფაქტია, რომ ჩვენ პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო დასუსტებულ რუსეთს მივიღებთ. ეს იქნება საუკეთესო შანსი, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ასევე გაიზრდება შანსები უფრო მალე მოვხვდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქოლგის ქვეშ, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია.

რაც შეეხება ხელისუფლებას, “ქართული ოცნება” ისევ გააგრძელებს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას, სწორედ ამიტომ მომავალმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს ქვეყანა იმ საერთაშორისო პოზიციებზე, რომელზეც თავის დროზე იმყოფებოდა, სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გავხდეთ დასავლური ცივილიზაციის ღირსეული ნაწილი”, – აცხადებს  “ინფო იმერეთთან” საუბრისას თემურ ცამციშვილი.

ევგენი პრიგოჟინის “ვაგნერს” და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტმა პიკს 23 ივნისს მიაღწია. პრიგოჟინმა რუსი სამხედროები “ვაგნერელების” უკანა პოზიციებზე დარტყმაში დაადანაშაულა, რასაც უამრავი დაქირავებული მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა. ამის შემდეგ დაქირავებულთა ხელმძღვანელმა “მოსკოვისკენ წასვლა“ გამოაცხადა.

პრიგოჟინის თქმით, “ვაგნერელები” მოსკოვში წავლენ იქამდე, ვიდრე თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს მათ არ გადასცემენ.

“ვაგნერის” აჯანყებას გამოეხმაურა პუტინი, ისინი რუსეთის ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა და ტრადიციულად პირობა დადო, რომ “დაიცავს რუსეთს და ყველა პასუხს აგებს”.

პუტინის საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “ჩაბარებას არავინ აპირებს”, რადგან არ სურთ, ქვეყანა კორუფციაში, სიცრუესა და ბიუროკრატიაში ცხოვრობდეს.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსკოვი სამხედრო ძალებით იზოლაციაშია და ალყისთვის ემზადება. “ვაგნერს” მოსკოვამდე ამ დროისთვის 300 კმ-მდე აშორებს.

კომენტარები