სამოქალაქო აქტივისტი დავით კუხიანიძე ქუთაისში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება.
მისი თქმით, ქალაქში ერთი თანამედროვე, ახალი ატრაქციონების მქონე პარკი არ არის. ასევე ქუჩების ნაწილი გადათხრილი და მიტოვებულია.
“ქუთაისლები ხშირად დადიან ანაკლიაში, აკვაპარკში (მგონი ჯერ კიდევ წინა მთავრობის გაკეთებულში) მაგარიაო ამბობენ. საბავშვო გასართობები და ატრაქციონები თუ გვინდა თბილისში მივდივართ. ხოდა ევროკავშირის დაფინანსებული პრომოუშენ ვიდეოები ქუთაისი რომ კარგი ქალაქია, დრაივებზე შეინახეთ, არ წაგეშალოთ.
ამხელა ქალაქში იზრდება უამრავი ბავშვი და ერთი ცალი პარკი არ არის 1 ან 2 ახალი ატრაქციონი რომ იდგეს, ჩერნობილია ყველა საბავშვო ადგილი, ავადმყოფები არიან იმენა, როგორ არ უნდა გრცხვენოდეს და გიტყდებოდეს ქუთაისელს, რომელიც იტყვის, რომ ქუთაისში რამე კეთდება.
10-ჯერ რომ გადათხარეთ აღმაშენებელის ქუჩა, გორაზე პარკს მიხედეთ, იქნებ კარუსელებშიც მოტყდეს რამე ფული. საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპიც კი ხონში ტარდება”, – წერს კუხიანიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები