ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეცუბანი იყო გახსნილი. პენიტენციურ დაწესებულებაში 211-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მათმა უმრავლესობამ, 182-მა პატიმარმა ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენლებს 5 ხმა მისცეს, “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობამ” მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში 8 ხმა მიიღო, “ძლიერმა საქართველომ” – 6 ხმა, პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” – 1 ხმა მიიღო.
2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
კომენტარები