მთავარიახალი ამბებისლაიდი

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე – ექიმის რჩევები

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე – ექიმის რჩევები

ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად უამრავ მეთოდს მივმართავთ; ზოგი სატრენაჟორო დარბაზში ატარებს ძალიან დიდ დროს, ზოგი შიმშილობს; ნაწილი სხვადასხვა გასახდომი ცენტრებით  იხიბლება, ნაწილი კი საკუთარ წონასა და ჯანმრთელობას პროფესიონალებს ანდობს.

როგორც წესი, ნამდვილი შედეგი დაბალანსებული კვებისა და სწორი ფიზიკური დატვირთვის კომბინაციით მიიღება.

კვების რაციონის სწორად შერჩევისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ექიმი- ბარიატრიული ქირურგი ალექსანდრე ცირეკიძე გვესაუბრა.

ბატონო ალექსანდრე, რატომ ვსუქდებით, რა არის წონაში მომატების ძირითადი მიზეზები?

-წონის მატების ძირითადი მიზეზებია: ქრონიკული სტრესი და უძილობა (ძილის უკმარისობა აძლიერებს შიმშილის გრძნობას), გენეტიკური წინასწარგანწყობა (60 %-ში), ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესი. ასევე ენდოკრინოლოგიური დარღვევები, რაც დაკავშირებულია ინსულინის მომატებულ დონესთან ან ინსულინრეზისტენტობასთან, რაც საბოლოო ჯამში დაკავშირებულია ცხიმოვანი ქსოვილის წარმოქმნის გაძლიერებასთან და სხეულის მასის ინდექსის მატებასთან, ამავდროულად კი შეიძლება იყოთ მუდმივად დიეტაზე, თუმცა აღინიშნებოდეს წონის მკვეთრი მატება. ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია, რა დროსაც ნივთიერებათა ცვლა ქვეითდება და ხდება ორგანიზმში წყლის შეჩერება.

იმისთვის, რომ გაქრეს ზედმეტი წონა, აუცილებელია კალორიების დეფიციტი. ამისათვის უნდა დაიხარჯოს მეტი, ვიდრე ხდება მისი მიღება. დიეტა არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც რაღაც მოკლევადიანი უარი საკვებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ასეთი ქმედების შემდეგ მოხდება წონის აკრება. დიეტის მთავარი პრინციპია არა შეზღუდვა, არამედ სასარგებლო და მავნე საკვებს შორის თანაფარდობა როგორც 80%/ 20% ზე.

– რამდენად საშიშია თვითნებურად დიეტის დაცვა და რატომ ვიმატებთ წონაში დიეტის შეწყვეტის შემდეგ?

– თვითნებური დიეტის დაცვა მისაღებია, თუმცა გათვალისწინებული უნდა იყოს ის ძირითადი მიზეზები ან დარღვევები, რის გამოც წონა იმატებს. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ღამის პერიოდში გამომუშავდება ჰორმონ- ანტიდეპრესანტი მელატონინი. ძილის დეფიციტი გარკვეულწილად ხელს უწყობს წონის მატებას.

რაციონალური კვება, აქტიური ცხოვრების რეჟიმი, სტრესის მოხსნა.

– როგორ უნდა იკვებოს ადამიანი და რა არის წონაში კლების საუკეთესო საშუალება?

– სიტყვა დიეტა არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს რაციონს, რაც თავის თავში გულისხმობს კვების გარკვეულ პრინციპებს და წესებს.

არსებობს ყველაზე პოპულარული დიეტები:

1. კეტოდიეტა იგივე ნაკლებნახშირწყლოვანი, რომელშიც 70-75 % მოდის ცხიმებზე, 5 % ნახშირყლებზე და 20 % პროცენტი ცილებზე. მაგალითად თქვენ იწონით 90 კგ. მაშინ ღებულობთ 1 გრამ ცილას 1 კგ-ზე ანუ 90 გრამ ცილას. ცხიმებს 3.75 ჯერ მეტს ანუ 340 გრანს თუ თქვენი წონა 90 კგ-ია. და ნახშირწყლებს 4-ჯერ ნაკლებს ანუ დაახლოებით 23 გრამს. ძირითადი პროდუქტები ამ დროს არის – ცხიმოვანი ზეთი, კვერცხი, თხილი, ნებისმიერი ხორცი, ზღვის პროდუქტები, სოკო და რძის პროდუქტები (მაგრამ არა რძე).

2. ფასტინგი ანუ შიმშილი ინტერვალით. ყველაზე პოპულარულია 16/8 ზე ვარიანტი. თუმცა არსებობს სხვადასხვა საათობრივი ვარიანტები. იწყება საკვების მიღებისგან თავის შეკავება 16 საათით (ანუ 4 სთ ძილამდე, 8 სთ ძილის პერიოდი და 4 სთ ძილის შემდეგ, ანუ ერთიანობაში 16 სთ). აკრძალულ საათებში შეიძლება მიიღოთ ჩაი და ყავა, მაგრამ არა წვენი და სასმელი, რასაც შეუძლია შაქრი დონე აწიოს სისხლში და შემცველია დიდი რაოდენობით კალორიის. სხვა დროს თითქმის შეიძლება ყველა ტიპის საკვების მიღება.

3. პალეოდიეტა ანუ კვების პრინციპი როგორც პირველყოფილი ადამიანი. გულისხმობს მხოლოდ მცენარეული და ცხოველური წარმოშვების პროდუქტების ჭამას. პროცენტული მაჩვენებელი ნაწილდება შემდეგნაირად: 40% ცხიმები, 40% ცილები და 20% ნახშირწყლები. ფაქტიურად ეს არის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა. რადგან ცხიმებისა და ცილების ნაზავი დანაყრების შეგრძნებას მალე იძლევა, ვიდრე ნახშირწყლები, გიწევს ნაკლები საკვების მიღება. ის 20 % კი რთული ნახშირწყლებია, რომლებსაც მოაქვთ შედარებით მეტი სარგებელი.

არსებობს დაახლოებით 30 000-ზე მეტი დიეტის სახეობა. არ არსებობს საუკეთესო დიეტა, რამეთუ პაციენტებს ხშირად უწევთ მათი ცვლილება მეტი შედეგის მისაღებად.

-რაზე უნდა ვთქვათ უარი, რომ წონაში კლება დაწყოს?

– თითქმის ის, რაც ყველა ტიპის პაციენტთან მუშაობს და წონაში კლების საუკეთესო გზაა, ესაა მავნე ჩვევის შეზღუდვა, აუცილებლად ფიზიკური აქტიურობა და კვების რაციონის 2-ჯერ ან მეტჯერ შემცირება.

– ბარიატრიულ ქირურქიაზე მინდა გკითხოთ, რა შემთხვევაში მიმართავთ ოპერაციის ამ გზას?

– ბარიატრიულ ქირურგიაზე პაციენტი მომმართავს მაშინ, როდესაც 2/3-ჯერ იყო სხვადასხვა დიეტის მცდელობა, მიიღო შედეგი, მაგრამ დარღვევის შემთხვევაში მოხდა წონის გაორმაგება. თანაც ამ ყველაფერს ბოლო პერიოდში დაემატა წნევის არასტაბილურობა, ტკივილი სახსრებისა და წელის არეში. სისუსტე ფიზიკური დატვირთვის დრო.

კომენტარები