მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“როგორ მიდის ქუთაისის საქმე? შავად, ბნელად, ხელისუფლება იმარაგებს ფულს და იდებენ ჯიბეში”

“როგორ მიდის ქუთაისის საქმე? შავად, ბნელად, ხელისუფლება იმარაგებს ფულს და იდებენ ჯიბეში”

საქართველოს მასშტაბით ქუთაისის ერთ-ერთ ლიდერი ქალაქია, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს საწვავისა და მანქანების მოვლა-შენახვაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, ქუთაისის მერიამ 2021 წელს საწვავში 232 ათას ლარზე მეტი დახარჯა, ამავე წელს ავტომობილების მოვლა-შენახვა მუნიციპალიტეტს თითქმის 55 ათასი დაუჯდა.

2022 წელს კი ქუთაისის მერიამ საწვავზე 240 ათას ლარზე მეტი დახარჯა. რაც შეეხება ტრანსპორტის მოვლა-შენახვის ხარჯებს, თანხამ 37 ათას ლარს გადააჭარბა.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ქუთაისის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაჭირვებულია, მერიას კი ეს არ ადარდებს.

“70 წლის ვარ და ამნაირი ცხოვრება მე არ მომსწრებია დღეს როა, ღარიბს ართმევენ, მდიდარს აძლევენ, ყველაფერი უნდათ მისთვის და ხალხს თუ რამე უნდა, არ კითხულობენ”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ქუთაისელების თქმით, ხელისუფლებას მოქალაქეები არ ადარდებთ და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.

“როგორ მიდის ქუთაისის საქმე? შავად, ბნელად. ხელისუფლება იმარაგებს ფულს და იდებენ ჯიბეში, მერე რომ წავა გამოიყენებს”, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

კომენტარები