მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

როგორ მოვუაროთ სახეს, თვალებს და ტუჩებს – კანის მოვლის ეფექტური საშუალებები 

როგორ მოვუაროთ სახეს, თვალებს და ტუჩებს – კანის მოვლის ეფექტური საშუალებები 

Village 11 – ვილაჯ11 Youth დასაბანი ქაფი 

რბილი გამწმენდი ქაფი, რომელიც შეიცავს რეტინოლს და ნიაცინამიდს, რომელიც აუმჯობესებს კანის სიგლუვეს და კანის ტონს. ხელს უწყობს ზედმეტი ნარჩენებისა და ჭუჭყის მოცილებას კანზე. კრემისებრი ტექსტურა, რომელიც კვებავს კანს. დამზადებულია დაპატენტებული V11™ კომპლექსით 11% ბუნებრივი ინგრედიენტებით 94%.

გამოყენების წესი: დაიტანეთ სათანადო რაოდენობა სველ კანზე და მსუბუქად შეიზილეთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ გამოყენება.

 

Village11 – ვილაჯ11 Skin ტონერი T 

ტონერი გაჟღენთილია მცენარეული ექსტრაქტების ფართო სპექტრით. მათეთრებელი + დამატენიანებელი + გამაღიავებელი

გამოყენების წესი: დაიტანეთ ტონერის ზომიერი რაოდენობა კოსმეტიკურ ბამბის დისკზე და ნაზად გაიწმინდეთ სახე.

 

 

Mizon – მიზონი შრატი ჰიალურონის 

რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. მის შემადგენლობაშია ჰიალურონის მჟავის შემცველობა 50% – ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი დამატენიანებელი, რომელიც ხელს უწყობს საკუთარი ჰიალურონის მჟავის, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. კერამიდ 3 – არის კანის ლიპიდური კომპონენტი, რომლის უკმარისობასაც განიცდის მშრალი კანი, შრატი ამცირებს კანის მიერ წყლის დაკარგვას. ბეტა გლუკანი – იმუნიტეტის ძლიერი აქტივატორი. იაპონური არყის ხის ექსტრაქტი – ბუნებრივი დამატენიანებელი. ჟოლოს ექსტრაქტი – მდიდარია ვიტამინ C, ვიტამინ A, E, B2, PP, და ა.შ.  არნიკა, აბზინდა, ფარსმანდუკი – დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო აღადგენს კანის უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს, აქვს მატონიზირებელი და ანტიბაქტერიული მოქმედება.

გამოყენების წესი: დაიტანეთ 2-4 წვეთი გაწმენდილ ნოტიო სახეზე, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს სახის კრემში, ასევე შეგიძლიათ დაამატეთ რამდენიმე წვეთი ნიღაბში, BB კრემში ან ტონალურში. არ შეიცავს პარაბენებს, ხელოვნურ არომატიზატორებს.

მოცულობა 30 მლ.

Missha – მისშა Super Aqua Ultra კრემ-ბალზამი 

გაუმჯობესებული Super Aqua Ultra კრემ-ბალზამი, აღწევს კანის 10 ფენაში, საშუალება წარმოდგენილია 10 სახის ჰიალურონის მჟავით. აქვს შედარებით უფრო სქელი კონსისტენცია, უფრო სწრაფი ეფექტი და რბილი ფორმულა, რომელიც არ შეიცავს 20 გამაღიზიანებელ ქიმიურ ნივთიერებას. კრემ-ბალზამი ატენიანებს და არბილებს კანს, ანიჭებს ჯანსაღ იერს. რეკომენდებულია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. საუკეთესო ეფექტის მიღწევა შესაძლებელია Super Aqua Ultra Hyalron-ის ხაზის სხვა პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას.

გამოყენების წესი: სახის დაბანის შემდეგ დაიტანეთ საშუალების შესაბამისი რაოდენობა, ნაზი მოძრაობებით გადაინაწილეთ სახის კანზე.

მოცულობა 70 მლ.

Mizon – მიზონი თვალის პაჩი ჰიალურონით 

ფირფიტები რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, გელისებური ფირფიტა გაჟღენთილია ჰიალურონის მჟავით, იგი ატენიანებს თვალს, საუკეთესოდ მოქმედებს მუქ წრეებზე.

გამოყენების წესი: შეფუთვას თან ახლავს ჩხირი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სტერილურად აიღოთ 1 ფირფიტა და მოათავსოთ თვალბუდის ძვალზე. დააყოვნეთ 20-30 წთ. შემდეგ მოიშორეთ და ნარჩენი მსუბუქი მასირებით შეიზილეთ თვალის ირგვლივ. გამოყენებისთანავე ანიჭებს კანს კომფორტის შეგრძნებას. შეფუთვაში  60 ცალი (30 წყვილი) ფირფიტაა.

Missha – მისშა მზისგან დამცავი Soft SPF50+ 

მზის დამცავი არის მსუბუქი, არაწებოვანი, უცხიმო ტექსტურის და უზრუნველყოფს კანის დატენიანებასა და კვებას. დამცავს აქვს ფართო სპექტრის SPF, რაც იცავს კანს საზიანო UVA/UVB სხივებისგან, ხელს უშლის კანის დაწვასა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას. დერმატოლოგების მიერ შემოწმებული ფორმულა არის არაკომედოგენური, არ შეიცავს PABA მჟავას, რის გამოც, არ იწვევს ფორების დახშობას. სწრაფად შეიწოვება, არ პრიალებს და ტოვებს ნაზ, ხავერდოვან ეფექტს. მზისგან დამცავი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სახის კანზე, ასევე ტანზე.

გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ პროდუქტი. დაიტანეთ მზისგან დამცავი საშუალება, გასუფთავებულ კანზე, გარეთ გასვლამდე, მინიმუმ 15-20 წუთით ადრე.

 

Tonymoly – ტონიმოლი Peach ტუჩის ბალზამი 7გ 

კომენტარები