26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ქუთაისშიც გაიმართება.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გთავაზობთ.
12:00- 19:00 საბავშვო ატრაქციონები – ცენტრალური ბულვარი;
12:00- 19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – ცენტრალური მოედანი;
12:00- 19:00 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა – ცენტრალური მოედანი;
12:00- 18:00 სამხედრო ტექნიკის დათვალიერება – ცენტრალური მოედანი;
12:00- 19:00 ყვავილების გამოფენა-გაყიდვა – ცენტრალური ბულვარი;
12:00- 19:00 პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოდელირება-სწავლება -ცენტრალური მოედანი;
12:00- 18:00 ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში – ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;
12:00- 19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა -ცენტრალური ბულვარი;
12:00- 19:00 აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები – ცენტრალური ბულვარი;
12:00- 19:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი – ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან;
12:15 – საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება;
12:00 და 14 :00 სპექტაკლი „მუსიკის ჰანგები“- თოჯინების თეატრი;
13:00 და 15:00 სპექტაკლი „პეპი გრძელი წინდა“ – ნიღბების თეატრი, ხარაზოვის ბაღი;
12:00- 15:00 ქუთაისში არსებული სამუსიკო სტუდიების და ხანდაზმულთა ანსამბლ „ბერმუხა“-ს კონცერტი – ცენტრალური მოედანი;
15:00- 15:45 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სიმებიანი კვარტეტის კონცერტი – ცენტრალური მოედანი;
15:45 – 16:15 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ახალგაზრდული ორკესტრისა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტი – ცენტრალური მოედანი;
16:15- 16: 45 სიმფონიური ორკესტრის კონცერტი – ცენტრალური მოედანი;
17:10 საქართველოს ჰიმნი – ცენტრალური მოედანი;
19:00 ფილმის ჩვენება – ბოტანიკური ბაღი;
20:00 – 22:30 გალა-კონცერტი – ცენტრალური მოედანი.
ფოტო: არჩილ გეგენავა
კომენტარები