ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, 20 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას ქართველი მომღერლები სალომე ბაკურაძე, ელენე ფოჩხუა, დათუნა მგელაძე, დუეტი „ჯორჯია“ დაესწრებიან და ქუთაისელი მსმენელის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან.
ასევე ცნობილია, რომ ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე ადგილობრივი კაპელა სპეციალურად 20 დეკემბრისთვის მომზადებულ ნომერს შეასრულებს.
კომენტარები