მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“როიალი თეთრ ხიდზე – ასეთი იყო ერთ დროს თეთრი ხიდი, სანამ “ქართული ოცნება” ჟანგიანი ზედაპირით შეცვლიდა და გააუბედურებდა”

“როიალი თეთრ ხიდზე – ასეთი იყო ერთ დროს თეთრი ხიდი, სანამ “ქართული ოცნება” ჟანგიანი ზედაპირით შეცვლიდა და გააუბედურებდა”

“როიალი თეთრ ხიდზე – ასეთი იყო ერთ დროს თეთრი ხიდი, სანამ “ქართული ოცნება” ჟანგიანი ზედაპირით შეცვლიდა და გააუბედურებდა”, – ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების დროს, ისტორიული თეთრი ხიდის მდგომარეობაზე პარალელებს ავლებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ხიდს ჟანგი მოედო და მასზე გადასვლა არც თუ უსაფრთხოა.

ქუთაისში, ისტორიული თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციზე ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ისევ სარემონტოა. ხიდი რეაბილიტაციის დღიდან არაერთხელ დაზიანდა, ზამთარში კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მასზე გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია. განმეორებით რეაბილიტაციაზე ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ალაპარაკდა.

აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინ, როდესაც ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა, ხახალეიშვილი იმერეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თანხის არამიზნობრივი ხარჯვა და მოსახლეობის დაცინვა – ასე აფასებს მესამე სექტორი და ოპოზიცია ხიდის განმეორებით რეაბილიტაციას.

ფოტო: სოფო ბობოხიძე

კომენტარები