მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“როცა დავიჭერთ გეტყვით” – შსს ბადრი ესებუას ისევ ეძებს

“როცა დავიჭერთ გეტყვით” – შსს ბადრი ესებუას ისევ ეძებს

“ესებუას ვეძებთ” – შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას ისევ ეძებს. მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაზე ძებნა არ შეწყვეტილა, როგორც კი იპოვნიან მას მედიას შეატყობინებენ.

“ბადრი ესებუას ვეძებთ და როცა დავიჭერთ გეტყვით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბადრი ესებუა “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის ნახევარ მილიონ დოლართან ერთად ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტი ჰქონოდა. თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად “საქართველოს ბანკის” ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, ამის შემდეგ ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

კომენტარები