მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რუსების გულის გასახარებლად გვიბარებენ” – უკრაინაში მებრძოლი ქუთაისელი ჯემალ კაშია სუსში დაიბარეს

“რუსების გულის გასახარებლად გვიბარებენ” – უკრაინაში მებრძოლი ქუთაისელი ჯემალ კაშია სუსში დაიბარეს

უკრაინაში მებრძოლი ქუთაისელი ჯემალ კაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

მანამდე კი  მებრძოლის თქმით, ამ უწყებიდან არა ერთხელ ტელეფონით დაუკავშირდნენ.

ჯემალ კაშიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლის მხრიდან  მასთან  კითხვა იყო – იგეგმება თუ არა საქართველოში სამხედრო გადატრიალება.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი  უსაფრთხოების სამსახურს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან გამოცხადდება.

მისი თქმით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში ომობენ იმისთვის, რომ საქართველო რუსეთს არ დაექვემდებაროს, სუსი კი მათ რუსეთთან ბრძოლას არ პატიობს.

“ჩვენ მებრძოლები ვომობთ, რომ მომავალმა თაობამ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს და არა რუსეთში, ჩვენ ვეომებით რუსებს, ესენი კი რუსების გულის გასახარებლად გვიბარებენ და ახორციელებენ ჩვენზე ზეწოლას. გუშინ კიდევ შემხვდა ერთი ადამიანი, ამ ეტაპზე მის სახელსა და გვარს არ ვამბობ, რომ მთხოვდა წავსულიყავი სუსში, მე ვუთხარი, რომ არსად წამოსვლას არ ვაპირებ და თუ კითხვები გაქვს სასამართლოში დამიბარეთ და იქ გაგცემთ პასუხს.

ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას რაც შეეხება, კითხვა არ დაუსვამთ, მაგრამ მკითხეს, ხომ არ ვგეგმავდით სახელმწიფო გადატრიალებას, ჩვენ უკრაინაში მებრძოლები სახელმწიფო გადატრიალებას კი არ ვგეგმავთ, ვებრძვით მსოფლიოს მტერს რუსეთს”, – აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქუთაისელი ჯემალ კაშია.

კომენტარები