ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და ახლა საქართველოში ცხოვრობენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოითხოვენ პუტინის ჯარის გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ტერიტორიიდან.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართულ აქციაში ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.
კომენტარები