“რუსეთი მტერია”, “დიდება გმირებს”, — ამ შინაარსის სტიკერები არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წევრებმა ქუთაისის ქუჩებში გააკრეს.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა.
2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა, 263 598 ადამიანი დევნილად იქცა. საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.
კომენტარები