მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რუსი ვერასოდეს გახდება სტუმარი” – ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლა და დაკავებები ქუთაისში გააპროტესტეს

“რუსი ვერასოდეს გახდება სტუმარი” – ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლა და დაკავებები ქუთაისში გააპროტესტეს

“რუსი ვერასოდეს გახდება სტუმარი” – ამ დევიზით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე სხვადასხვა  პროფესიის ადამიანი შეიკრიბა და ბათუმში ოკუპანტი ქვეყნის საკრუიზო გემის ჩასვლა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა ასევე, სამართალდამცველების მიერ აქტივისტების დაკავება დაგმეს და განაცხადეს, რომ იმ ფორმებით, რომლითაც მათი თავისუფლების აღკვეთა მოხდა, არაადამიანურია.

პროტესტის მონაწილეების ინფორმაციით, აქტივისტების დროებითი მოთავსების იზოლატორში სასტიკად სცემეს.

რუსების ბათუმის პორტში ჩამოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. საკრუიზო ლაინერმა პორტი პროტესტის ფონზე დროზე ადრე დატოვა.

კომენტარები