მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რუსმა ნასვამმა მგზავრმა ატეხა დებოში, ახალგაზრდა გოგოს ავიწროებდა, ტელეფონი ესროლა ერთ-ერთმა და თავი გაუტეხა”

“რუსმა ნასვამმა მგზავრმა ატეხა დებოში, ახალგაზრდა გოგოს ავიწროებდა, ტელეფონი ესროლა ერთ-ერთმა და თავი გაუტეხა”

გუშინ, ავიაკომპანია “ვიზეარის” მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა, მიზეზი მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გახდა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქისთვის თავის გატეხით დასრულდა.

მგზავრები იხსენებენ, რომ ქართველმა და რუსმა მგზავრმა მას შემდეგ იჩხუბეს, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ერთ-ერთ გოგოს ავიწროებდა.

ინციდენტში მონაწილე პირები რუმინელმა სამართალდამცველებმა ჩამოსვეს, კონფლიქტის თვითმხილველი სხვა მგზავრები კი  ქუთაისში რამდენიმე საათის შემდეგ იგივე თვითმფრინავით გამოუშვეს.

“რუსმა ნასვამმა მგზავრმა ატეხა დებოში, არ დაემორჩილა წესებს, ითხოვდა საპირფარეშოში გასვლას როცა დაკეტილი იყო, ამის შემდეგ ახალგაზრდა გოგოს ავიწროებდა, იქვე მჯდომს, რამდენიმეჯერ მოუწოდეს დამორჩილებოდა წესებს, შეშვებოდა გოგოს, როცა არ დაემორჩილა, ტელეფონი ესროლა ერთ-ერთმა მგზავრმა, მოხვდა თავში და გაუტეხა თავი, როგორც ვიცი ზუსტად. წამოუვიდა დიდი რაოდენობით სისხლი, თავიდან დაბალი წნევის გამო სისხლის გაჩერება ვერ მოახერხეს და იძულებული გახდა პილოტი დაშვებულიყო აეროპორტში ავარიულად. დახვდათ ადგილზე სასწრაფო, სამწუხაროდ, პოლიციელებმა წაიყვანეს ქართველი მგზავრიც და სავარაუდოდ, მოუწევს პასუხისგება ერთსაც და მეორესაც”, – იხსენებს მგზავრი.

ანა ლაცაბიძე აცხადებს, რომ აღნიშნული რეისით მგზავრობა დედამისი, რომელიც კონფლიქტს შეესწრო.

“როგორც დედა ამბობს, რუსი მგზავრი იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, თავიდანვე გამოირჩეოდა შემაწუხებელი ქმედებებით, როგორც ვიცი თავიდან უბრალოდ საუბრობდნენ, თუმცა სიტუაცია დაიძაბა მოულოდნელად და სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძველზე ქართველი მგზავრის მხრიდან მოხდა მობილური ტელეფონის სროლა”, – ამბობს ის.

მომხდარზე გამოძიებას, სავარაუდოდ, რუმინეთი დაიწყებს.

კომენტარები