რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” ივლისიდან მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებითაც შეასრულებს რეისებს. ინფორმაცია “აზიმუტის” ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა.
რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
“აზიმუტმა” საქართველოში ფრენები 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია აზიმუტი უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული. სანქცირებულთა სიაში არის კომპანიის სამივე დამფუძნებელიც – ვიტალი ვანცევი, პაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი.
კომენტარები