თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
აქციაზე წამსვლელი პირები 15:00 საათზე მერიასთან შეიკრიბებიან, რომელთა ტრანსპორტირებას, საკვებსა და ღამის გასათევს ემიგრანტები დააფინანსებენ.
“დღეს, 1 მაისს 15:00 საათზე ვისაც თბილისში წამოსვლის სურვილი აქვს, ვიკრიბებით ქუთაისში მერიის წინ!
ტრანსპორტირება მოგვარებულია, ღამის თევის პრობლემა მოგვარებულია”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული მშვიდობიანი აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია. ნაცემია ოპოზიციონერი ლიდერები. დაკავებულია 68 ადამიანი.
კომენტარები