რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ქუთაისის ვიცე მერობის ყოფილი კანდიდატი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული პირი დიღმის სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
პარლამენტთან რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ კადრებში კარგად ჩანს სამართალდამცველის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება.
“პოლიციელები, რომლებიც აკავებდნენ მოქალაქეებს – ურტყამდნენ ხელს, ფეხს. ისინი ცდილობენ შეაშინონ, იძალადონ მოქალაქეებზე, რომ თავისუფალი ნება ვეღარ გამოხატონ”, – აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყემალაძე.
კომენტარები