მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა”

“რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა”

ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მამუკა ბიბილეიშვილმა პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან ვასო ურუშაძესთან ერთად სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის დაუსრულებელ პროექტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბიბილეიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთონ არჩევანი ევროპულ კეთილდღეობაზე.

“ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია ეს პროექტი, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელზეც უნდა გაიაროს ევროპის გზამ. მარტო ექსპერტიზაში ორი მილიონი ლარი დაიხარჯა და კიდევ რამდენი დაიხარჯება არავინ არ იცის. თუ კი ივანიშვილის ხელისუფლება დარჩა ხელისუფლებაში, ასეთ დაუსრულებელ პროექტებს მივიღებთ, ვერასდროს ვერ დასრულდება ვერცერთი წარმატებული პროექტი და ჩვენ ვიქნებით იზოლაციაში.

საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთონ არჩევანი ევროპულ კეთილდღეობაზე და უარი უთხრან სიღატაკეს იზოლაციაში, სადაც ყოველთვის იქნება დაუსრულებელი, წარუმატებელი პროექტები, კორუფცია და კლანური მმართველობა, რის ხარჯზეც მდიდრდებიან ჩინოვნიკები და ღარიბდება ქართველი ხალხი”, – განაცხადა მამუკა ბიბილეიშვილმა.

კომენტარები