მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ადვოკატ ვალერი გელბახიანის თქმით, სააპელაციომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლის თანახმად მიუსაჯეს.

დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია საპატიმროდან პირველ ივლისს გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

კომენტარები