მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონია

საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ და ნიკოლოზ ესართიამ ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

საბა ასანიძემ ატაცში სამივე ცდა 141 / 144 / 147 კგ წარმატებით გამოიყენა და ევროპის ჩემპიონი გახდა. აკვრაში კი ქართველმა ძალოსანმა 175 / 180 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამში – 327 კილოგრამი.

ნიკოლოზ ესართიამ ატაცში 138 / 142 კილოგრამის წარმატებით დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

კომენტარები