საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა მამაკაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა.
დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ბერძნული მედია წერს, შემთხვევა ათენში მოხდა. თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ მამაკაცს ესროლა.
თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა.
კომენტარები