მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საგინაშვილი, სადუნიშვილი, საძაგლიშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

საგინაშვილი, სადუნიშვილი, საძაგლიშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს საგინაშვილის, სადუნიშვილის და საძაგლიშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

საგინაშვილი – გავრცელებულია სიღნაღში, მცხეთაში და სხვაგან. მომდინარეობს საკუთარი სახელადქცეული ანტიკური ეთნონიმიდან “საგინა”. ამავე ძირისაა საგინაძე.

სადუნიშვილი – გავრცელებულია საჩხერის რაიონში. “სადუნი” ნიშნავს სხვა ენის მცოდნე ადამიანს.

საძაგლიშვილი – მისი ძველი გვარი ჯოხაძე ყოფილა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ყმას – ჯოხაძეს ბატონის ნების გარეშე ცოლი შეურთავს. ბატონი მასზე გაბრაზებულა და მისთვის საძაგლიშვილი შეურქმევია.

კომენტარები