მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სად არის შესაძლებელი დღეს იმერეთში ძაღლებისა და კატების უფასო აცრა

სად არის შესაძლებელი დღეს იმერეთში ძაღლებისა და კატების უფასო აცრა

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და  მიკედლებული ცხოველების, ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გამართავს.

ქუთაისსა  და მთელ იმერეთში  უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს, შაბათს, 11:00-16:00 საათებში, შემდეგ მისამართებზე:

ქუთაისი – ნიკეას მე-3 ჩიხი 5;
ხონი – პ. კაკაბაძის #17;
ვანი – თავისუფლების ქ.#65;
ბაღდათი – ვაჟა-ფშაველას ქ.#5;
ზესტაფონი – მაღლაკელიძის ქ.#2;
თერჯოლა – რუსთაველის ქ.#109;
ტყიბული – კარლო ლომაძის მოედანი #3;
ხარაგაული – სოლომონ მეფის ქ. 19 ა;
ჭიათურა – ნინოშვილის ქ.#11;
წყალტუბო – რუსთაველის ქ.#25;
სამტრედია – რესპუბლიკის ქ.#6;
საჩხერე – თამარ მეფის ქ.#9.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით.

კომენტარები