ქუთაისში, გასული წლებისგან განსხვავებით, ქალაქის მასშტაბით წელს მხოლოდ ერთი ნაძვის ხეა მოწყობილი.
წლების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ნაძვის ხის მოწყობა-მონტაჟი ხდებოდა, თუმცა წელს მერიამ მისი მონტაჟი ვერ უზრუნველყო.
ადგილობრივების თქმით, ნაძვის ხე, რომელსაც წელსაც ელოდნენ, მერიამ პარკში აღარ განათავსა.
“ქუთაისის მერია გრინჩივით მოიქცა, მათ ნაძვის ხე წაგვართვეს და განწყობაც თან წაიღეს. სად გაქრა ის ნაძვის ხე, რომელსაც მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ტრადიციულად დგამდნენ?!”- ამბობს ადგილობრივი ლეილა ჩხაბერიძე.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა, რატომ არ მოხდა ახალ წელთან დაკავშირებით ქუთაისში მეორე ნაძვის ხის მონტაჟი. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ნაძვის ხე სიძველის გამო დაზიანდა და მისი მონტაჟი წელს ვერ მოხერხდა.
კომენტარები