მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სად მაქვს წასასვლელი” – ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

“სად მაქვს წასასვლელი” – ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

კიდევ ერთი სოფელი ტრაგედიის მოლოდინში – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ფერსათში მეწყრულმა პროცესებმა სახნავ-სათესი მიწები გაანადგურა. საცხოვრებელი სახლები კი სიცოცხლისთვის საშიში გახადა.

ადგილობრივების თქმით, წასასვლელი არსად აქვთ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

მათივე თქმით, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ შესაძლებელია, ტრაგედია ნებისმიერ დროს დატრიალდეს.

“სად მაქვს წასასვლელი, რომ მქონდეს ეგრე ვიწვალებდი? არაფერი არ შემიძლია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. დანგრეული მაქვს სახლი. 74-ე წელში ვარ, ავაშენე, ვიწვალე და დაინგრა. მიწაა ჩამოშლილი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კომენტარები