მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სად უნდა გეძებო აღარ ვიცი, გთხოვ გამოჩნდი და ყველაფერი კარგად იქნება” – ლიკა გიორგობიანს ისევ ეძებენ

“სად უნდა გეძებო აღარ ვიცი, გთხოვ გამოჩნდი და ყველაფერი კარგად იქნება” – ლიკა გიორგობიანს ისევ ეძებენ

წყალტუბოში მცხოვრებ 22 წლის ლიკა გიორგობიანს ოჯახი და პოლიცია რვა დღეა, ეძებს.

გოგონა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში, 30 ივნისს, დილის ათის ნახევრისკენ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

“დეე ხომ იცი როგორ ძლიერ უყვარხარ შენს მშობლებს, შეგვიცოდე მე და მამიკო ვეღარ ვუძლებთ ამ ტკივილს, სად ხარ? სად უნდა გეძებო აღარ ვიცი, გთხოვ გამოჩნდი და ყველაფერი კარგად იქნება. აქ ვართ მე და მამიკო შენს გვერდით, მხოლოდ ერთი ზარი ან შეტყობინება და იმ წუთას შენთან გავჩნდებით და გულში ჩაგიკრავთ. ყველანი შენს გვერდით ვართ დამიბრუნდი დეეეე”, – წერს გაუჩინარებული გოგონას დედა სოციალურ ქსელში.

კომენტარები