მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სავანე – სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში

სავანე – სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში

სავანე – სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, არგვეთის თემში. მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარეების იზვარისა და ლაშურის (ყვირილის სისტემა) წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 500 მეტრი, საჩხერიდან 7 კილომეტრი.

სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში.

სოფელში შემონახულია სავანის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც აგებულია ასევე XI საუკუნეში. ამ ეკლესიას გარშემო ერტყა გალავანი, რომელიც მტერთა შემოსევისას იცავდა. ახლაც არის შემორჩენილი გალავნის ნანგრევები.

სავანის წმინდა გიორგის ეკლესიის მახლობლად მდებარეობს დიდი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის ძიძისეული კარ-მიდამო, XIX საუკუნის II ნახევრისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები.

გავრცელებული გვარებია: კომლაძე, გაფრინდაშვილი ქვათაძე, ვაჭრიძე, მეცხვარიშვილი, ალავიძე, ქავთარაძე, ღონღაძე, ღუღუნიშვილი, მაკასარაშვილი.

კომენტარები