მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სათაფლიის ნაკრძალში დინოზავრის კუდი “დასკოჩეს”

სათაფლიის ნაკრძალში დინოზავრის კუდი “დასკოჩეს”

სათაფლიის ნაკრძალში, დინოზავრის კუდი წებოვანი ლენტით არის მიმაგრებული.

დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულაჟები სათაფლიის ნაკრძალში რამდენიმე წლის წინ განათავსეს.

ქუთაისში გიდების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმისთვის, რათა იმერეთმა სათანადოდ უპასუხოს ტურისტების გაზრდილ ნაკადს, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება და ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარება, რომელიც რეგიონის მთავარ გამოწვევად რჩება.

იმერეთში ტურისტები საუბრობენ იმაზე, რომ რეგიონში ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებს, ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა. გელათის მონასტრის შესასვლელში საინფორმაციო დაფა, რომელმაც ტურისტებს მეორე იერუსალიმად წოდებულ მონასტერზე უნდა უამბოს, დაჟანგული და ხავსმოდებულია. ბაგრატის ტაძრის ეზო კი ნარჩენებით არის დაბინძურებული.

კომენტარები