მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საიამ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა

საიამ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

მას შემდეგ რაც აღნიშნული მოთხოვნა საოლქო საარჩევნო კომისიებმა და  რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს, საიას ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა დარეჯან სალდაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

მესამე სექტორში, საარჩევნო უბნების შედეგები ბათილად ცნობას ითხოვენ.

“საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს.

კერძოდ, “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობას და ნების თავისუფალ გამოვლენის პრინციპებს“, – აღნიშნავენ საიაში.

კომენტარები