მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საინიციატივო ჯგუფის – “ძალა ხალხშია” სოლიდარობა უკრაინას ქუთაისიდან

საინიციატივო ჯგუფის – “ძალა ხალხშია” სოლიდარობა უკრაინას ქუთაისიდან

საინიციატივო ჯგუფი – „ძალა ხალხშია” უკრაინას ქუთაისიდან სოლიდარობას უცხადებს.

ჯგუფის ინიციატივითა და მხატვარ დავით აბულაძის შესრულებით, ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე, მეცხრე სკოლასთან კედელი მოიხატა.

“არა ომს” – ასე ჰქვია კომპოზიციას. ნახატზე გამოსახულია უკრაინელი ბავშვი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

“საინიციატივო ჯგუფის მთავარი სათქმელიც ესაა. არა ომს, არა ბავშვების ხოცვას, არა ოკუპაციას და არა ბოროტებას! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები