“საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება.
ქარხნის თანამშრომლები მე-15 დღეა, ხელფასების 30%-ით გაზრდას და ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობებს ითხოვენ.
გუშინ მათ საირმე-აბასთუმნის გზა გადაკეტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით კი აქცია ბაღდათის მერიასთან გამართეს.
გაფიცულები მოითხოვენ, მათ პროტესტს ხელისუფლებამ მიაქციოს ყურადღება და საქმეში ჩაერთოს.
კომენტარები