მთავარიახალი ამბებისპორტი

საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” ახალი სეზონისთვის ემზადება

საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” ახალი სეზონისთვის ემზადება

საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” ახალი 2024-2025 წლის სეზონისთვის ემზადება.

მოთამაშეების სრული შემადგენლობა 26 აგვისტოდან ქალაქ ბათუმში ფიზიკურ მომზადებას გადიოდა.

ამ ეტაპზე კალათბურთელები ლატვიაში, ქალაქ ვალმიერაში იმყოფებიან და იქ 4 ამხანაგურ თამაშს გამართავენ, ლატვიიდან კი ანტალიაში გადაინაცვლებენ საკვალიფიკაციო ეტაპების სათამაშოდ.

ქუთაისის პირველი (მეოთხედფინალი) მეტოქე სლოვაკური “ლევიცე” იქნება და ამ წყვილს შორის მოგებული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებს.

ქუთაისის ანგარიშზე უკვე 2 მოგებული თამაშია.

ლატვიური შეკრების პირველი გამარჯვება ლატვიის ვიცე ჩემპიონთან დაძაბულ მატჩში 86-92 იყო, მეორე წარმატებული შეხვედრა კი ესტონეთის “პანუსადასთან“ ჰქონდა გუნდს, თამაში 91-77, ისევ ქუთაისის მოგებით დასრულდა.

„ქუთაისი 2010-ს“ კიდევ 2 ამხანაგური მატჩი ელოდება წინ – 10 სექტემბერს ლატვიურ „ოგრეს“, ხოლო 12 სექტემბერს „ვალმეირას“ შეხვდებიან.

კომენტარები