მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შურისძიება”

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შურისძიება”

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას  ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელეონორა არჩაია ეხმაურება.

პარტია “ხალხისთვის” წევრის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შურისძიება.

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შურისძიება. მთავრობის და პარლამენტის აბსოლუტური ყურადღება მიმართული უნდა იყოს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ. იმედი მაქვს, “ქართული ოცნება” ვერ მოახერხებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს და  კიდევ უფრო არ დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს”, – აცხადებს  ელეონორა არჩაია.

9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ –  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კომენტარები