მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სალომე აფრიდონიძე – ქუთაისის “ავერსის” კლინიკის ენდოკრინოლოგი

სალომე აფრიდონიძე – ქუთაისის “ავერსის” კლინიკის ენდოკრინოლოგი

გაიცანით ახალგაზრდა ექიმი სალომე აფრიდონიძე – ქუთაისის “ავერსის” კლინიკის ენდოკრინოლოგი.

ის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოენოვანი ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი უცხოენოვან ფაკულტეტზე. მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში უცხოენოვან ფაკულტეტზე. თბილისის ავერსის კლინიკის რეზიდენტი და ამჟამად ქუთაისი ავერსის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი. აკაკი წერეთლის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი უცხოენოვან ფაკულტეტზე. ევროპის ენდოკრინული ასოციაციის და ამერიკის დიაბეტის ასოციაციის წევრი.

მუდმივად ესწრება სხვადასხვა კონფერენციებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

ის გვესაუბრება ძალიან საინტერესო და საჭირო თემაზე – ინსულინრეზისტენტობა.
 
რა არის ინსულინრეზისტენტობა?

ინსულინრეზისტენტობა – ეს გახლავთ მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის უჯრედები (ღვიძლის, კუნთების, ცხიმოვანი) არ რეაგირებენ ჰორმონ ინსულინზე და სისხლიდან ვერ ითვისებს ზედმეტ გლუკოზას (შაქარს).

ამის შედეგად პანკრეასი კომპენსატორული მექანიზმით აძლიერებს ინსულინის გამომუშავებას და გამოყოფას სისხლში, რათა ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოს გლიკემიის დონე სისხლში.

გამომდინარე იქიდან, რომ ინსულინი ბუნებით არის ლიპოგენეზური ჰორმონი მისი დიდი რაოდენობით არსებობა ორგანიზმში იწვევს ჭარბი რაოდენობით ცხიმის დაგროვებას.

რა იწვევს ინსულინრეზისტენტობას?

ინსულინრეზისტენტობის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, როგორც გენეტიკური ასევე შეძენილი. განსაკუთრებით ხშირად ინსულინრეზისტეტობა გვხვდება:

ჭარბი წონის და სიმსუქნის მქონე პაციენტებში.

არააქტიური ცხოვრების წესი მქონე ადამიანებში

ნახშირწყლებით მდიდარი საკვები მიღების დროს

ოჯახური ანამნეზი (ჭარბი წონის სიმსუქნის და მეორე ტიპის დიაბეტის)

ასაკი – ასაკოვან პაციენტებში გაცილებით უფრო მაღალია განვითარდეს ინსულინრეზისტენტობა

ასევე ხშირია ინსულინრეზისტენტობის განვითარების რისკი ორსულობის შემდეგ.

სხვადასხვა დაავადებების დროს: კუშინგის სინდრომი, აკრომეგალია, დიაბეტური კეტოაციდოზი, ძლიერი ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია შეიძლება ასევე იყოს გამომწვევი ინსულინრეზისტენტობის მედიკამენტები: გლუკო კორტიკოიდები, ციკლო სპორინი, ნიაცინი, პროტეაზას ინჰიბიტორები და სხვა.

ჭარბი რაოდენობით მარილის მიღება ზრდის ორგანიზმში ასევე ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის და ინსულინრეზისტენტობის განვითარების რისკს)

შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

ობსტრუქციული ძილის აპნოე.

როდის მივმართოთ ექიმს?

საუკეთესო მკურნალობა პრევენციაა სწორედ ამიტომ ჭარბი წონის და სიმსუქნის მქონე ყველა პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია და ჩაიტაროს სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევები ინსულინრეზისტენტობის, პრედიაბეტის და მეორე ტიპის დიაბეტის გამორიცხვის მიზნით.

არსებობს ანალიზი ჰომა ინდექსი, რომელიც განსაზღვრავს ინსულინრეზისტენტობას და მაშინაც კი თუ პაციენტს გლუკოზა უზმოდ ცალკე და ინსულინი წესრიგში აქვთ, შესაძლებელია ჰომა ინდექსი იყოს მომატებული, რაც აუცილებლად საჭიროებს ენდოკრინოლოგის კონსულტაციას და სწორ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ინსულინრეზისტენტობას?

ისნულინრეზისტენტობა არის ორი ნაბიჯი დიაბეტამდე. ძალიან ხშირად, როდესაც არ ხდება დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ან არასწორად არის ჩატარებული, მკურნალობა ინსულინრეზისტენტობა 70% შემთხვევაში შეიძლება გადაიზარდოს 2 ტიპის შაქრიან დიაბეტში.

როგორ ვუმკურნალოთ ინსულინრეზისტენტობას.

დღევანდელი საერთაშორისო გაიდალანების თანახმად, სტანდარტულად ინსულინრეზისტენტობის დროს ვიყენებთ მხოლოდ მეტფორმინის ჯგუფის პრეპარატებს. არსებობს რა თქმა უნდა, საკვები დანამატები სხვადასხვა ჯგუფის, რომლებიც ამცირებენ როგორც ტკბილზე მოთხოვნილებას, ასევე აქვეითებენ მადას და მეტაბოლიზმის გაძლიერებით, აჩქარებით ხელს უწყობენ წონაში კლებას, მაგალითად ქრომის შემცველი პრეპარატები.

ქრომი ეს არის საკვები დანამატი, რომელიც ამცირებს ტკბილზე მოთხოვნას და ასევე შეამციროს მცირედად მადა ეფექტურია პაციენტებში მსუბუქად მიმდინარე ინსულინრეზისტენტობით, როდესაც უკვე დანიშნულია მეტფორმინის ჯგუფის პრეპარატები და დაბალანსებული კვების რეჟიმი.

თუმცა მთელი რიგი გვერდითი ეფექტების გამო ყოვლად დაუშვებელია ამ პრეპარატების თვითნებურად მიღება ენდოკრინოლოგის კონსულტაციის გარეშე.

ნებისმიერი დაავადების  სწორი მკურნალობისთვის აუცილებელია მოხდეს დროული დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩატარებული კვლევების სანდოობას, ავერსის “კლინიკა” აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და მაღალ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლებიც ყოველთვის ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას

კომენტარები