მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველანი უნდა მოვემზადოთ ხმების დაცვისთვის 

სალომე ზურაბიშვილი – ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველანი უნდა მოვემზადოთ ხმების დაცვისთვის 

19 დღე გვრჩება არჩევნებამდე, ეს არის, ალბათ, ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. ამ სასახლეში არჩევნების დღეს მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ ყველაფერს მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისა და ხმის დაცვისკენ მოუწოდა.

“19 დღე გვრჩება არჩევნებამდე, ეს არის, ალბათ, ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, რომელიც არ ჰქონია ამ ქვეყანას ახლო ისტორიაში.

მე მინდა,  პირველ რიგში, ყურადღება მივაპყრო ჩვენს დიასპორას, რომელიც ამ ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა რეგისტრაციაზე. ყველა უწყებები – ცესკო, საკონსულო, საგარეო –  ჩართული იყო, რომ ამ მხრივ შეფერხებები ყოფილიყო, მაგრამ  მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე დიდი რაოდენობით ჩაწერილიყვნენ.

ახლა საკონსულოს, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობაა, რომ ისე მოაწყონ ეს უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ  პასუხისმგებლები იქნებიან, თუ სადმე არ გაიხსნა დამატებითი ფართი.

ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველანი უნდა მოვემზადოთ ხმების დაცვისთვის და ამაში თითოეული მოქალაქე არის პასუხისმგებელი, რომ მივიდეს არჩევნებზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ახლობელი ვერ ჩაეწერა ან არ ჩაწერეს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენი ხმა გამოიყენოთ მათთვის და თქვენი ხმა ორმაგად დაიცვათ. ამისათვის საჭიროა დამკვირვებელი, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ სწავლებებს, სადაც უნდა ჩაეწეროთ. მე მივმართავ ახალგაზრდებს – თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი წყება 26 ოქტომბერს. ამიტომ, თქვენი დიდი პასუხისმგებლობაა და თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების.

არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს სწორედ ამ სწავლებებისა და დამკვირვებლებისთვის, ეს არის “ჩემი ხმა” და მე მინდა, მოგიწოდოთ, რომ თქვენ ყველამ იგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა.

რაც მთავარია, მობილიზაცია და მისვლა არჩევნებზე. გაყალბების დამარცხება არის მობილიზაცია. ჩვენი ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე, დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობა. ამ სასახლეში არჩევნების დღეს მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ ყველაფერს მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები