მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დროშას მე დავიჭერ, ბოლომდე ვიქნები თქვენთან ერთად

სალომე ზურაბიშვილი – დროშას მე დავიჭერ, ბოლომდე ვიქნები თქვენთან ერთად

კონსტიტუციური უმრავლესობა, მიშას დაბრუნება – ეს ყველაფერი უკვე მითებია. დროშას მე დავიჭერ, ბოლომდე ვიქნები თქვენთან ერთად, რომ ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს წინ არჩევნები ელის და ყველა უნდა გავიდეს ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ.

“არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ ჩვენზე ბევრად კარგად იცის, ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები, ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითებია, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება, რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის,  რომ  უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი.

ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია არის ამისთვის საჭირო, არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭირო არის მომზადება, მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ, რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ეს არის ერთი ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედო გეგმა, რაც არ ნიშნავს, პარტიების მაინცდამაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას და რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე და ამ დროშას მე დავიჭერ, ბოლომდე ვიქნები თქვენთან ერთად, რომ ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები