პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.
“ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდამავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებლის მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან.
რადგან ჩემი წარსადგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, დროა, რომ ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.
„იმ დროს, როცა ამ ოთხ პარტიას შორის ჯერ არ არის ურთიერთნდობა, გარკვეული იყოს, ვინ დგას ერთგულად ბოლომდე ამ ქარტიის უკან. მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება, უკან წაიღონ ხელმოწერა. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია არის ბოლომდე თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარები