ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს.
“კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას.
“ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!”
ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ დავით არახამიასთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა და ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
კომენტარები